Accentnews.ge
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

21/11/2020 15:53:58 პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა.საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღეს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორმა კანდიდატმა, თუმცა ვინაიდან ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, მეორე ტური უკონკურენტო გარემოში ჩატარდა.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ცხრა უბანი ემსახურებოდა; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S