
მეორე ტურში ამომრჩეველთა დაახლოებით, მეოთხედმა მიიღო მონაწილეობა
21/11/2020 17:12:45 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 26.29% იყო. I ტურში იმავე დროს აქტივობამ 56.11% შეადგინა; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი 20:00 საათზე აქტივობა 37.5% იყო.
ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია - 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში - 20.04%.
ცსკ–ში აცხადებენ, რომ ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატან ყუთს, ისინი უბნებზე 21:00 საათისთვის დაბრუნდა.
მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში უკონკურენტო გარემოში ჩატარდა, რადგან ოპოზიცია მასში არ მონაწილეობდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.