საარჩევნო ყუთში საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოაჩინეს

22-11-2020 00:10:17 პოლიტიკა

ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე ხმების დათვლისას საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოაჩინეს,– იუწყება ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წევრი უჩა ნანუაშვილი ორგანიზაციის დამკვირვებელზე დაყრდნობით და და ფოტომასალას ავრცელებს.

მისი ცნობით, ხმების დათვლის დროს მსგავსი 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.

ცნობისთვის: მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში უკონკურემტო გარემოში ჩატარდა, რადგან ოპოზიცია პირველი ტურის სედეგებს გაყალბებულად აფასებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები