
წინასწარი მონაცემები: „ოცნების“ კანდიდატებმა უკონკურენტო გარემოში მინიმუმ, 88%–იანი მხარდაჭერა მიიღეს
22/11/2020 03:56:49 პოლიტიკა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სახელისუფლებო გუნდის კანდიდატებმა უკონკურენტო გარემოში უბანზე მისული ამომრჩევლების მინიმუმ, 88%–იანი მხარდაჭერა მიიღეს. კერძოდ, შედეგები ასე გამოიყურება:
მთაწმინდა, კრწანისი
ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) – 91.51%; შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) – 8.49%;
ვაკე
ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) – 93.7%; ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) – 6.3%;
საბურთალო
დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) – 89.97%; ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) – 10.03%;
ისანი
კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) – 92.74%; ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 7.26%;
სამგორი
სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) – 88.19%; ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 11.81%;
დიდუბე, ჩუღურეთი
გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) – 89.66%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) – 10.34%;
ნაძალადევი
მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) – 91.14%; შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) – 8.86%;
გლდანი
ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) – 89.22%;ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 10;78%;
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი
ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) – 89.67%; გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“)– 10.33%;
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი
შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) – 93.23%; ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 7.75%;
რუსთავი, გარდაბანი
ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) – 87.65%; დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 12.35%;
ხაშური, ქარელი
ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) – 91.04%; ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 8.96%;
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი
ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) – 91.87%; კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 8.13%;
ქუთაისი
ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) – 93.6%; გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 8.54;
ზუგდიდი
ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) – 94.06%; მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 5.94%;
ბათუმი
რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) – 88.47%; ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 11.53%;
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო
ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) – 88.73%; მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) – 11.27%.
მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისშიც, სადაც ცსკ–ს წინასწარი მონაცემებით იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 91.93% აქვს და გრიგოლ შუშანიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.07%.
ცნობისთვის: მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში უკონკურენტო გარემოში ჩატარდა, რადგან ოპოზიცია მასში არ მონაწილეობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 26.29% იყო. I ტურში იმავე დროს აქტივობამ 56.11% შეადგინა; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი 20:00 საათზე აქტივობა 37.5% იყო. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში იყო - 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში - 20.04%.