Accentnews.ge
"ვითანამშრომლებ აშშ–ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს"

"ვითანამშრომლებ აშშ–ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს"

22/11/2020 16:58:21 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, "იგი მზადაა, ითანამშრომლოს აშშ–ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს".

რაც შეეხება აშშ–ის საპრეზიდენტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულისთვის მილოცვის საკითხს, პუტინის თქმით, "როდესაც შეერთებული შტატები არჩევნების შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს, მხოლოდ ამის შემდეგ მიულოცავს გამარჯვებულს პრეზიდენტად არჩევას".

აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" წევრი ჯო ბაიდენი ხდება. მან გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი 7 ნოემბერს გადალახა. იმავე დღესვე მსოფლიო ლიდერების ნაწილმა და საერთაშორისო მედიასაშუალებების უმეტესობამ ბაიდენს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

იხილეთ ასევე: ვინ არის ჯო ბაიდენი: აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი

მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც ბაიდენს აშშ–ის პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S