Accentnews.ge
"სააკაშვილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მალევე გავრცელდა მოვლენების პერიფერიაზე მყოფი სევდიანი სააკაშვილის ფოტო"

"სააკაშვილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მალევე გავრცელდა მოვლენების პერიფერიაზე მყოფი სევდიანი სააკაშვილის ფოტო"

24/11/2020 11:10:50 პოლიტიკა

"სააკაშვილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მალევე გავრცელდა მოვლენების პერიფერიაზე მყოფი სევდიანი სააკაშვილის ფოტო", – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი Brussels Morning-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

იგი საქართველოში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზეც საუბრობს:

"პომპეოს საქართველოში ვიზიტის არსი მდგომარეობდა საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ძლიერი ორმხრივი კავშირების მიმართულებებით".

"ირონიულია, რომ საქართველო ათწლეულების მანძილზე ცდილობდა შეენარჩუნებინა საკუთარი პრიორიტეტულობა ამერიკისთვის და გაეძლიერებინა საკუთარი პროფილი ვაშინგტონის თვალში, თუმცა ამ მცდელობების წარმატების გასაღები ბოლო 4 წლის მანძილზე, აღმოჩნდა თავშეკავებულ პოზიციაში ყოფნა ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა საქართველომ შეძლო და განაგრძო ამერიკის კონგრესთან, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სააგენტოებთან ურთიერთობების განმტკიცება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველო-ამერიკის კავშირებში.

„ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობს შორის კიდევ ერთი უცნაური ასპექტია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ ბრენდების შემქმნელი და რეალითი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი იყო, ხოლო საქართველოს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი, რომლის პარტიამ ძალაუფლება დაკარგა 2012 წლის ბოლოს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ტრამპი ეწვია საქართველოს და გამოაცხადა შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში მშენებლობის დაგეგმვის შესახებ. ეს სასტუმრო არასდროს აშენებულა, მაგრამ ორმა მამაკაცმა, რომლებიც ტემპერამენტულად არც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მეგობრობა ჩამოაყალიბეს. ახლო მეგობრობა ტრამპსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შორის ძალიან დესტაბილიზაციის მომტანი შესაძლოა, რომ ყოფილიყო საქართველოსთვის. სააკაშვილი ახლა მუდმივად მომაბეზრებელი ოპოზიციონერია და მისი საუბარი რევოლუციაზე საქართველოში დესტრუქციულია და ანადგურებს უფრო რაციონალურ ოპოზიციურ ხმებს, ეს როლი ტრამპმა შეიძლება მალე მოირგოს აშშ-ში“,- წერს მიტჩელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S