ბოკერია – ცქიტიშვილის ბრალდებებზე: "ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე"

24-11-2020 18:00:41 საშინაო პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" რიგი წევრების ბრალდებას, რომლის თანახმად, "კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ოპოზიციური აქციების ბრალია", "სამარცხვინოს" უწოდებს.

"რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი, პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის. ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც, დიახ, ეწირება ადამიანების სიცოცხლე და მთელი ქვეყანა არის უმძიმესი სტრესის მდგომარეობაში", - აცხადებს ბოკერია.

დღეს ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "კოვიდ–ინფიცირების ის დინამიკა, რაც სადღეისოდ ქვეყანაშია, აქციებს უკავშირდება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები