"ამორალურია, მძიმე ეპიდვითარება საკუთარი ხმის დასაცავად გარეთ გამოსულ ხალხს დააბრალო"

24-11-2020 18:23:22 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ვიცე–პრემიერ მაია ცქიტიშვილის დღევანდელ განცხადებას "ამორალურს" უწოდებს.

"ეს არის წარმოუდგენლად ამორალური განცხადება. ისეთ ვითარებაში, როდესაც უკიდურესად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, საკუთარ ხალხს დააბრალო, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელება, ადამიანებს, რომლებიც მოპარული არჩევნების და საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდნენ გარეთ. წარმოუდგენლად ამორალური განცხადება იყო. არავითარი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია და ისევ ოპოზიციას გადააბრალა ეს ძალიან მძიმე ვითარება", - აცხადებს დეკანოიძე.

დღეს ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "კოვიდ–ინფიცირების ის დინამიკა, რაც სადღეისოდ ქვეყანაშია, აქციებს უკავშირდება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები