კალაძე პარლამენტის ოპოზიციის გარეშე მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავს

24-11-2020 20:45:12 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მარტოდ დარჩენაში პრობლემას ვერ ხედავს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ოპონენტები მმართველ პარტიასთან ერთად იმუშავებენ.

„ძალიან მნიშვენელოვანია ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ და ასევე მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა. ეუთო/ODIHR-ის განცხადებები მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად, ის ხარვეზები, რომელზეც მითითებები არის, მომავალში მოგვიწევს გამოსწორება, რომ არ განმეორდეს.

მინდა, მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს პარლამენტში დარჩენა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იმედი მაქვს, ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შევძლებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კალაძემ.

არჩევნების მეორე ტურში უკონკურენტოდ აღებული 17 მანდატის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ 90 სადეპუტატო მანდატი მოაგროვა. თავის ოპოზიცია მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, შესაბამისად, სადღეისოდ არსებული მდგომარეობით, 150-წევრიან პარლამენტში 90 დეპუტატი იქნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები