სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

25-11-2020 10:25:30 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. იგი უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს.

ბავშვთა უფლებების კომიტეტი წარმოადგენს 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარ ორგანოს, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ David Zalkaliani Ministry of Foreign Affairs of GeorgiaPermanent Mission of Georgia to the United NationsPermanent Mission of Georgia in Geneva.

ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, – წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები