Accentnews.ge
"ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება"

"ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება"

26/11/2020 11:02:54 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ბიზნეს–სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

"კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება იყო ერთ-ერთი ეფექტური შეთავაზება. ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადიდან და იხდის სახელმწიფო", – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში ამ შეღავათმა 33 000 კომპანია დაფარა და 425 000 დასაქმებულს შეეხო. "ეს კი, დაახლოებით, 260 მილიონი ლარი გახლდათ", დასძინა მან.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S