ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან დღეს სავაჭრო ჯიხურების განთავსებას გეგმავენ

30-11-2020 10:24:12 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან დღეს სავაჭრო ჯიხურების განთავსებას გეგმავენ.

როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, მოქალაქეებს, რომლებიც ახალი შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩნენ, საშუალება ექნებათ საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია კვლავ გრძელდება. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ისინი პროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ. აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის შემდეგ კარვებია გაშლილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები