
ნატო ხვალინდელ მინისტერიალზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერის საკითხს განიხილავს
30/11/2020 12:40:03 საგარეო პოლიტიკა
ნატო ხვალინდელ მინისტერიალზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ხვალინდელ ონლაინ–შეხვედრის დროს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ცალ–ცალკე სესიაში შემოგვიერთდებიან. განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ ორი ღირებული პარტნიორის მიმართ ალიანსის მხარდაჭერის საკითხს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.