Accentnews.ge
რიჟვაძე – ბათუმში მიმდინარე აქციაზე:  “ისე ნუ მოიქცევით, ბათუმში მშობლებმა შვილებს უთხრან - „ასეთები არ გაიზარდოთო”

რიჟვაძე – ბათუმში მიმდინარე აქციაზე:  “ისე ნუ მოიქცევით, ბათუმში მშობლებმა შვილებს უთხრან - „ასეთები არ გაიზარდოთო”

01/12/2020 07:43:29 პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში მიმდინარე აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა.

,,ალბათ, არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი ბათუმელიც კი შეწუხდა ე.წ. მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ ოც კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ, ოჯახში შეშვება. საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ - ასეთები არ გაიზარდოთ",– განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები განმეორებით არჩევნებს და შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ, რომლებიც მათი შეფასებით, დისკრიმინაციულია და ადამიანებს შიმშილისთვის იმეტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S