
"არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების თარიღებზე, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია"
01/12/2020 06:21:49 საგარეო პოლიტიკა
"არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების თარიღებზე, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია", – ასე უპასუხა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კითხვას, "რა ეტაპზეა საქართველო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების გზაზე?".
„არ დავიწყებ სპეკულაციებს, როდესაც საქმე ნატო-ში გაწევრიანების თარიღს ეხება, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების განხორციელება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და ამ მიმართულებით მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებენ,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.