Accentnews.ge
მელიას, გვარამიას, ოქრუაშვილისა და უგულავას საქმეების განხილვა დეკემბერში განახლდება

მელიას, გვარამიას, ოქრუაშვილისა და უგულავას საქმეების განხილვა დეკემბერში განახლდება

01/12/2020 19:34:31 პოლიტიკა, სამართალი

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც აცხადებენ, რომ სასამართლომ მათი საქმეების განხილვას განაახლა.

გიგი უგულავას თქმით, მის წინააღმდეგ საქმის განხილვა 10 დეკემბერსაა ჩანიშნული. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, იგი სასამართლოში 14 დეკემბრისთვის დაიბარეს.

სულ ცოტა ხნის წინ თავდცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც დაწერა ფეისბუკზე, რომ ადვოკატებმა შეატყობინეს, რომ მისი საქმეც განახლდა 14 დეკემბრიდან. ნიკა მელია აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით პროცესი 15 დეკემბერს ჩაინიშნა.

"რა თქმა უნდა, ეს სინქრონულად მოხდა და ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ განაახლონ "შეკერილი" საქმეები", -განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S