Accentnews.ge
ნატო საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას აძლიერებს

ნატო საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას აძლიერებს

02/12/2020 17:57:22 საგარეო პოლიტიკა

ნატო საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას აძლიერებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო–ს წევრი ქვეყნების და საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ–შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ დახმარებას. მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განახლებული ვერსია. ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მინისტერიალის დონზე, ნატო–ს ყველა მოკავშირის მიერ საქართველოსადმი, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებაა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის დემონსტრირება. ამას ჩვენ ვაკეთებთ "ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის" გაძლიერებით, რაც საფუძვლად უდევს საქართველოსთან ალიანსის თანამშრომლობას. იცით, რომ გვაქვს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. მე ბევრჯერ ვარ ამ ცენტრში ნამყოფი და ნანახი მაქვს როგორ მუშაობენ ნატო–ს წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ქართველ სამხედროებთან ერთად. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა მეტი ინფორმაციის გაცვლით, კიბერ– საფრთხეების წინააღმდეგ ერთად მუშაობით, ასევე ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S