
ნატო-ში კანადის მისია: "საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გვეხმარება"
02/12/2020 19:31:23 საგარეო პოლიტიკა
"საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გვეხმარება", – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ში კანადის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ კმაყოფილები ვართ ნატო-ს პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან ვირტუალური შეხვედრით. ორივე ქვეყანასთან ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობა მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გვეხმარება. ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.