ოპოზიციონერი ლიდერები „ლელოს“ ოფისში შეხვედრის შემდეგ: „პოზიცია ერთიანია“
03/12/2020 11:18:52 პოლიტიკა
„ლელოს“ ოფსში ოპოზიციის წარმომადგნლების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა რამდენიმესაასთიანი შეხედრის შემდეგ განაცხადეს, რომ იყო ხანგრძლივი კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ოპოზიცია საბოლოოდ შეჯერდა და მათი ერთიანობა არ შეცვლილა.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მესამე შეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში შედგება, ოპოზიციის მოთხოვნებს ახალი კომპონეტები დაემატება, თუმცა რას მოიცავს ახალი კომპონეტები, მათ არ დაუკონკტერებიათ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 3 დეკემბერს 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს. შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს – ბოიკოტს და ითხოვს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ცსკ–ის ახალი ადმინისტრაციის პირობები.


