საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები პროტესტის ფონზე გამოქვეყნდა
03/12/2020 13:37:35 პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები პროტესტის ფონზე გამოქვეყნდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ევროპული საქართველო“ – 3,79 %, მანდატების რაოდენობა ხუთი.
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18%, მანდატები 36.
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, მანდატები ოთხი.
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%, მანდატი ერთი.
„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 %, მანდატები ორი.
„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, მანდატები ოთხი.
„გირჩი“ – 2,89%, მანდატები ოთხი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%, მანდატების რაოდენობა 60.
„ლელო“ – 3,15%, მანდატების რაოდენობა ოთხი.
21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდოდა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.
შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეთა განცხადებით, არჩევმები გაყალბდა და ცსკ–ის თავმჯდომარე უნდა გადადგეს.
ცსკ–ის შედეგებს არ სცნობს სრულიად ოპოზიციური სპექტრი და მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე შედგა ორი უშედეგო შეხვედრა, არსებობს მოლოდინი, რომ მესამე შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.


