Accentnews.ge
ჯაფარიძე ხვიჩიასთან და მეგრელიშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს

ჯაფარიძე ხვიჩიასთან და მეგრელიშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს

04/12/2020 06:35:04 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ინფორმაციას პარტიის პრეს–სამსახურშიც ადასტურებენ. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ დატოვებს პარტიას, გაიყოფა თუ არა პარტია და ვინ დარჩება თავად გირჩში.

"მოლაპარაკებები მიდის. ერთადერთი ის არის დაზუსტებული, რომ ეს 4 ადამიანი არ გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთ პარტიაში. აწი რა მოხდება, ყველაფერი ახლა წყდება", - განუცხადეს "ფორმულას" პარტიაში.

ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქ–ჯგუფში დაწერა:

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S