Accentnews.ge
"ვრჩები "გირჩის" ლიდერად"

"ვრჩები "გირჩის" ლიდერად"

04/12/2020 13:45:00 პოლიტიკა

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამას პარტია არ დაუტოვებია.

ჯაფარიძის თქმით, ვინ იქნება "გირჩში", ამას პარტიის მხარდამჭერები და ის ადამიანები გადაწყვეტენ, რომელთაც წლები, ენერგია და ფინანსური რესურსები მიუძღვნეს "გირჩს".

"პარტია არ დამიტოვებია. პარტია არ ვარ მე და არ არიან არც ის ადამიანები. ვინ იქნება "გირჩში", მაგას გადაწყვეტენ გირჩის მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული "გირჩში". ვრჩები გირჩის ლიდერად. მიწერია და მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არ ვაპირებ გარეთ არაფრის გამოტანას. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ არის. ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს, რომ მაგ ადამიანებთან ერთად "გირჩის" კეთებას აღარ ვაპირებ. არ ვიცი რამდენადაა ეს ულტიმატუმი. მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი ერთად გაგვეგრძელებინა საქმის კეთება. მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე საუბარი", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იგი პარტიის წევრებთან – იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S