Accentnews.ge
„დიდი შესაძლებლობების პერიოდი იწყება და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ავუბამთ ფეხს ამ პროცესებს!“

„დიდი შესაძლებლობების პერიოდი იწყება და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ავუბამთ ფეხს ამ პროცესებს!“

04/12/2020 16:10:00 საგარეო პოლიტიკა

დღეს სტამბოლიდან გამოვიდა პირველი მატარებელი – 42 ვაგონის შემადგენლობით, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ტვირთს ჩაიტანს თურქეთიდან ჩინეთში,– იუწყება აღმოსავლეთმცდნე ზურაბ ბატიაშვილი თურქულ გაზეთ "ჰურიეთზე" დაყრდნობით.

შემადგენლობა სულ გაივლის 8 700 კმ და 7 ქვეყანას.

„ძალიან მაგარი ამბავი მოხდა, რომელიც შეგვახსენებს, რომ მსოფლიოს ნაწილი ვართ და დიდ ამბებზეც უნდა ვიფიქროთ. [...] თუ აქამდე ამ ტვირთის ტრანსპორტირებას მინიმუმ 18 დღე სჭირდებოდა, ახლა ამას 12 დღე დასჭირდება. ეს გზა ევროპას და ჩინეთსაც აკავშირებს და საგრძნობ შემოსავალს მოუტანს სატრანზიტო ქვეყნებს (მათ შორის ჩვენც).

ეს კორიდორი ჩვენთან წარმოებული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე მიწოდებასაც გააილოებს და მის თვითღირებულებასაც დასწევს.

მეორეს მხრივ, სამგზავრო მატარებლის დანიშვნასაც უნდა შევეცადოთ მაგალითად თბილისი-სტამბოლი-ვენას მიმართულებით.

ასე, რომ დიდი შესაძლებლობების პერიოდი იწყება და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ავუბავთ ფეხს ამ პროცესებს!“,– აღნიშნავს ბატიაშვილი.

მოგვიანებით საკითხზე კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველი პრეცედენტი ჩნდება, როდესაც ამ რკინიგზის გავლით ჩინეთისკენ მიმავალი საექსპორტო ტვირთის გატარებაც ხდება შესაძლებელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ 2018 წლიდან მოყოლებული, რაც ამოქმედდა თუნდაც სატესტო რეჟიმში სარკინიგზო მონაკვეთი, უკვე დაახლოებით 400 ათასი ტონა ტვირთი გავატარეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველი პრეცედენტი ჩნდება, როდესაც ამ რკინიგზის გავლით, ჩვენ არა მხოლოდ ჩინურ ექსპორტს ვატარებთ, არამედ ჩინეთისკენ მიმავალ საექსპორტო ტვირთს. რადგან საუბარი არის თურქული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, რომელიც მიემართება ჩინეთისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ორმხრივად ამოქმედდა ჩვენი დერეფანი. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს დაახლოებით 300 ათასი ტონა ტვირთი გატარდა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ ვუმასპინძლებთ ამ ახალ ტვირთს, რომელიც უკვე ჩინეთის მიმართულებით მიდის. ეს არის ნაწილი ალტერნატიული სარკინიგზო დერეფნის, რომელიც საბოლოო ჯამში აერთიანებს ევროპას და აზიას, ევროპას და ჩინეთს. ორივე ამ ქვეყნასთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს როლს, როგორც ლოჯისტიკურ და სავაჭრო ჰაბს, ჩვენს დერეფანში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S