Accentnews.ge
ჯაფარიძე: “გირჩს”ცალკე გავაკეთებ”

ჯაფარიძე: “გირჩს”ცალკე გავაკეთებ”

07/12/2020 05:55:03 პოლიტიკა

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ის "გირჩის" სისტემიდან გასვლას აპირებს.

"გირჩს აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე უბრალოდ გავალ. ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, სადაც ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე მაინტერესებდა ერთადერთი - სახელი და "გირჩის" ფეიჯი, შევთავაზე, რომ გადაგვეწყვიტა ან დემოკრატიული გზით და ჯგუფ "ბაბლში" ხმის მიცემა ყოფილიყო ან GeD-ების სისტემით, რომელიც ჩვენი შექმნილია. საბოლოო ჯამში, პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია. მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაშენებ და გავაკეთებ გირჩს", - განუცხადა ჯაფარიძემ "მთავარს".

ის თანაგუნდელებთან დაპირისპირების მიზეზებზე არ საუბრობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ გირჩის წარმატებამ პრობლემები გააორმაგა:

"ადამიანები სხვადასხვა რეალობაში სხვადასხვანაირად იქცევიან. ნორმალურ მდგომარეობაში სხვანაირად იქცევიან, კრიზისულ მდგომარეობაში - სხვანაირად. პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ადრეც იყო, მაგრამ რაც მოხდა არის ის, რომ წარმატებამ, რომელიც ახლა გირჩმა დადო, ეს პრობლემები გააორმაგა", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს Facebook-ის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მეგრელიშვილთან, ხვიჩიასთან და რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჯაფარიძეს საჯარო განმარტება აღარ გაუკეთებია.

ცსკ-ს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გირჩმა 2,89% მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S