Accentnews.ge
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში არჩევნების შემდგომ ვითარებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში არჩევნების შემდგომ ვითარებაზე იმსჯელებენ

07/12/2020 08:18:03 საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვითარებაზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, განსახილველ საკითხებს შორის არის ვენესუელაში გამართული არჩევნების ლეგიტიმაციისა და თურქეთში ადამიანის უფლებების საკითხი.

ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე და ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სამომავლო პრიორიტეტებზე.

სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S