Accentnews.ge
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა

07/12/2020 11:23:56 კავკასია

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით - “სპუტნიკ V”-ით -აიცრა და თავს კარგად გრძნობს, – იუწყება „ეხო-კავკაზა“ ტოროსიანის პრეს–სპიკერ ალინა ნიკაგოსიანზე დაყრდნობით.

გამოცემა იუწყება, რომ რუსულის ვაქცინის რამდენიმე ათეული დოზა, რომელსაც საბოლოო კვლევა ჯერ კიდევ არ გაუვლია, სომეხ კოლეგას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ვაქცინით აიცრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.

სომხეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 600 ათასამდე დოზის შეძენის მიზნით განაცხადი უკვე შეიტანა. ეს რაოდენობა მოსახლეობის დაახლოებით 10 %-სთვის, ანუ 300 000-მდე ადამიანისთვის იქნება საკმარისი. ვაქცინაცია უფასო იქნება მედიკოსებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მოხუცებისა და სოციალური მუშაკებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ქვეყნის ვაქცინას შეიძენს სომხეთი.

იხილეთ ასევე: რუსეთში "Спутник V"-ის I დოზის მიღების შემდეგ მოქალაქეები კორონავირუსით ავადდებიან, არის გარდაცვალების შემთხვევებიც

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S