Accentnews.ge
„განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს“

„განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს“

07/12/2020 12:46:56 პოლიტიკა

განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტის ჩატარებას „ქართული ოცნება“ არ განიხილავს,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ. განმეორებით არჩენებს არ განვიხილავთ ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის, – პლებისციტს“,– განაცხადა თალაკვაძემ.

მიუხედავად აღნიშული პოზიციისა, თალაკვაძემ დღევანდელ შეხვედრას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„კიდევ უფრო დავაახლოვეთ პოზიციები ისეთ საკითხებზე, რომელიც გრძელვადიან თანამშრომლობას ემსახურება“,– დასძინა თალაკვაძემ, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესი საბოლოო შეთახმებით დასრულდება.

შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ვინაიდან პარლამენტის პირველი სდომა კვირის ბოლომდე უნდა გაიმართოს, იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებები ამ ვადაში დასრულდება.

იხილეთ ასევე: ბაქრაძე მოლაპარაკებების მე–3 რაუნდის შემდეგ: „გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხერხდა“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S