Accentnews.ge
კობახიძე დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი

კობახიძე დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი

07/12/2020 13:08:13 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრა საქმიანი იყო.

„შეიძლება, ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვთ, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია“,– განაცხადა კობახიძემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებამდე შეთანხმება მიღწეული იქნება.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.

როგორც კობახიძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის მესამე რაუნდის შემდეგ განაცხადა, არსებობს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მიეცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე.

„ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მოთხოვნას, რომ შემდეგ რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდეს, კობახიძემ განაცხადა „ვინ მივა მოლაპარაკებებზე, ამას წყვეტენ პოლიტიკური პარტიები“.

„გადაწყვეტილება მიღებული იყო ჩვენი პარტიიდან, რომ ვყოფილიყავით არჩილ თალაკვაძე და მე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მესამე რაუნდში თავად კობახიძის ჩართვის საჭიროებას, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ განსახილველი იყო იურიდიული საკითხები, გამონაკლისის სახით დაუშვეს, რომ "ქართული ოცნება" ორი წევრით ყოფილიყო წარმოდგენილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S