ვაშაძე – პარლამენტში შესვლაზე: „ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას“
07/12/2020 13:36:16 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის გრიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკაშირებით ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი მრწამსიდან გამომდინარე, ჩვენი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არცერთ პარტიაში არასდროს ტყვეობაში ვერ ვიქნებით. ყველა პარტია მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, უბრალოდ ჩვენ ერთი რამ ვიცით, რომ ოპოზიციური ერთობა არის ის მექანიზმი, რითიც შეგვიძლია, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში“,– განაცხადა ვაშაძემ თემის კომენტირებისას.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყვეობაში ჰყავს პატარა პარტიები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახელისუფლებო გუნდის წევრებსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის მესამე შეხვერა შედგა. მახრეებმა განაცხადეს, რომ რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა რაც შეეხება განმეორებით არჩევნებს, აქ კომპრომისი მიუღწეველია. მხარეები ერთმანეთს სავარაუდოდ, 8 დეკემბერს შეხვდებიან.


