ჩეხეთში ძებნილი ქართველი პოლიციას ჩაბარდა
07/12/2020 14:07:07 სამართალი
პრაღაში ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლიციას ჩაბარდა. ადგილობრივი სამართალდამცველები მადლობას უხდიან მედიას და აღნიშნავს, რომ ბრალდებული განყოფილებაში ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში გამოცხადდა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, პრაღის ცენტრში მომხდარი მძიმე დანაშაულისთვის პოლიცია ბაჩუკი ჯალაღონიას ეძებდა. საქართველოს მოქალაქე ერთ თვეზე მეტია, მიმალვაში იმყოფებოდა. მას 29 წლის მამაკაცზე თავდასხმას ედავებიან.


