Accentnews.ge
ჩარკვიანი: "ვგრძნობ, რომ შეიძლება, ოპოზიციიდან პარლამენტში ვინმე შევიდეს"

ჩარკვიანი: "ვგრძნობ, რომ შეიძლება, ოპოზიციიდან პარლამენტში ვინმე შევიდეს"

08/12/2020 05:22:19 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" საპარლამენტო სიის მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" წამყვანის კითხვის პასუხად, გრძნობს თუ არა, რომ შესაძლოა, ოპოზიციიდან ვინმე პარლამენტში შევიდეს აცხადებს, რომ ამას გრძნობს, მაგრამ რამდენად გაბედავენ შესვლას პოლიტიკური სუბიექტები, ეს მეორე საკითხია:

„მე კი ვგრძნობ რაღაცებს, მაგრამ რამდენად შეძლებენ და გაბედავენ ამის გაკეთებას, ვერ გეტყვი, რადგან ძალიან რთული რამ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლა. ჩვენ მაშინ არ უნდა დაგვთანხმებოდნენ, როდესაც გამოვედით და მე პირადად ვთქვი, რომ გაყალბებულია, ყველამ ერთად შეთანხმება ვთქვით, რომ, დიახ, გაყალბდა არჩევნები, თუ გაყალბდა, მაშინ კეთილი ინებე და გამყალბებელთან არასამართლებრივ მოქმედებაში ნუ შეხვალ, რომ შენ თავად არ იქცე არასამართლებრივ სუბიექტად”.

ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციიდან ყველა, ვინც პარლამენტში შევა გადაიქცევიან არასამართლებრივ სუბიექტებად, რადგან აღმოჩნდება, რომ მათ მმართველ გუნდს არჩევნები "გაუპრავეს". ჩარკვიანმა ისიც აღნიშნა, რომ ამ კუთხით, "სტრატეგია აღმაშენებელი" მოწოდების სიმაღლეზე დგას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S