კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებლებით კვლავ დედაქალაქი ლიდერობს
08/12/2020 06:58:02 პოლიტიკა
მთავრობის მონაცემებით, კოვიდ–ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 123, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი.
16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი.


