ვაშაძე – პარლამენტში შესვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე: "ბინძური თავდასხმა!"
08/12/2020 11:43:54 პოლიტიკა
სტრატეგია აღმაშენებელის ლდიერი გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ოპოზიციის საერთო შეთანხმების გარეშე მისი პარტია "არსად შესვლას არ აპირებს".
ამასთან, ვაშაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის რამდენიმე ოპოზიციონერთან ერთად შედის პარლამენტში, "ბინძურ თავდასხმას" უწოდებს.
"სამწუხაროდ, ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით", - განაცხადა ვაშაძემ.
ის ფუნდამენტურ შეცდომად მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან "სტრატეგია აღმაშენებლის" მისამართით "თავდასხმებს" არ უპასუხა და მომავალში ასე გაგრძელებას არ აპირებს.
ამ წუთებში სახელისუფლებო გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს დიპლომატების ჩართულობით.


