Accentnews.ge
„ოპოზიცია შეთანხმებულია, თუ რის გაკეთებას აპირებს“

„ოპოზიცია შეთანხმებულია, თუ რის გაკეთებას აპირებს“

08/12/2020 11:53:04 პოლიტიკა

„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების დეტალები გასაჯაროვდება.

როგორც მეგრელიშვილმა „ლელოში“ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია შეთანხმებულია, თუ რის გაკეთებას აპირებს.

„ასეთი კარგი შეხვედრა ოპოზიიცის შეგნით ჯერ არ ყოფილა მგონი. სრულიად შეთანხმებულები ვართ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. შეხვედრის შემდეგ საშუალება გვექნება, რომ თითოეულმა პარტიამ საკუთარი პოზიცია საჯაროდ გააცნოს ამომრჩეველს. ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას, რომ შევძლოთ იმ თემებზე საუბარი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში თქვენც გაინტერესებთ და ჩვენც გვინდა, რომ გითხრათ. დღევანდელი შეხვედრა არის ალბათ ყველაზე ორგანიზებული იმიტომ, რომ ყველას ესმის, რითი მიდიან შეხვედრაზე და რას ველოდებით ამ შეხვედრიდან“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პარლამენტში სავარაუდოდ 7 ოპოზიციონერი შევა, მეგრელიშვილი ამბობს, რომ „ამაზე საუბარი არ ყოფილა“:

„ჩვენ შევთანხმდით, როგორ ვიმოქმედებთ, შესაბამისად, ამ პროცესის შედეგი იქნება ის, ვინმე შევა პარლამენტში თუ არა“.

ცნობისთვის: ამ წუთებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს დიპლომატების მედიატორობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S