Accentnews.ge
საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხს ჟენევაში განიხილავენ

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხს ჟენევაში განიხილავენ

08/12/2020 13:17:16 კონფლიქტები

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ბებუასთვის უკანონოდ სასჯელის დანიშნვა ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებასა და მათი გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას ისახავს მიზნად.

„ეს არის მორიგი უკანონო ქმედება, რაც მიზნად ისახავს და სამწუხაროდ განაპირობებს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას. ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა მთელ მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები.

რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე, როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს დაგეგმილი საერთაშორისო მოლაპარაკებებისას და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით, ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა მალე გამოიღებს შედეგს და ირაკლი ბებუა, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეები, დაუბრუნდებიან ოჯახს და გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის: ირაკლი ბებუას ოკუპირებულ აფხაზეთში 9–წლიანი პატიმრობა განუსაზღვრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S