Accentnews.ge
ირაკლი ბებუას ოკუპირებულ აფხაზეთში 9–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირაკლი ბებუას ოკუპირებულ აფხაზეთში 9–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

08/12/2020 09:29:02 კონფლიქტები

ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს,

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა,– იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“,– ვკითხულობთ სუს–ის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: განხეთქილების ბებუა

დროშის “მეგობრული” დაწვა, რომელმაც აფხაზურ საზოგადოებაში მტრული განწყობები გააღვივა

NGO–ები საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსს მიმართავენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S