Accentnews.ge
ელისაშვილი ბრალდებას, თითქოს "ფული აიღო", "ბოდვას და ჭუჭყს" უწოდებს

ელისაშვილი ბრალდებას, თითქოს "ფული აიღო", "ბოდვას და ჭუჭყს" უწოდებს

08/12/2020 13:20:10 პოლიტიკა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ვერ გააკეთებს სერიოზულ კომენტარს ვიღაცების "ბოდვებსა და ჭუჭყზე, თითქოს მან ფული აიღო და ამის სანაცვლოდ გეგმავს, პარლამენტში შევიდეს".

"ბოდვებზე, უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი... ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით", - თქვა ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების IV რაუნდის დაწყებამდე.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა მას პარლამენტში იმ შემთხვევაშიც, თუ არ შესრულდება ოპოზიციის ყველა მოთხოვნა, ელისაშვილმა უპასუხა:

"გამოვალ და გეტყვით".

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი ახლა მიმდინარეობს. მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ცნობილია, ხომ ახალი არჩევნების საკითხზე ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S