Accentnews.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭრაზეც არის საუბარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭრაზეც არის საუბარი

09/12/2020 05:34:58 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სენატთან შეთანხმებული ტექსტი დაამტკიცა.

კერძოდ, დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ კონკურენციასა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის საქმიანობას ეხება აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება უნდა გაზარდოს.

"თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს. ამასთან, უწყებამ უნდა გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა 740 მილიარდ დოლარს აღემატება. აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა დაახლოებით 732 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან 69 მილიარდი დოლარი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი, რაც როგორც განმარტებით დოკუმენტშია ნახსენები, საშუალებას მისცემს სამხედროებს, შეინარჩუნონ მზაობა, გაზარდონ შესაძლებლობები და ინვესტირება განახორციელონ ახალ პროგრამებსა და ტექნოლოგიებში, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

ახლა დოკუმენტი დასამტკიცებლად პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. აღსანიშნავია, რომ პროექტის წინააღმდეგია მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ დოკუმენტს ვეტოს დაადებს. დონალდ ტრამპი კანონპროექტს აკრიტიკებს, რადგან ის არ ითვალისწინებს სოციალური მედიის კომპანიების დაცვის შესახებ რეგულაციის გაუქმებას, ასევე დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული საზღვარგარეთულ მისიებში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S