Accentnews.ge
ოქრუაშვილი: "არ დავმალავ, ივანიშვილი რამდენიმე ადამიანთან მოლაპარაკებული იყო“

ოქრუაშვილი: "არ დავმალავ, ივანიშვილი რამდენიმე ადამიანთან მოლაპარაკებული იყო“

09/12/2020 10:44:46 პოლიტიკა

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება იმ პოლიტიკოსებსაც აქვთ მიღებული, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგეილნი.

„ბვერს, რომელიც ჯერ კიდევ საჯაროდ აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს, საპირისპირო გადაწყვტილება აქვს მიღებული – აპირებს. ერთმნიშვნელოვანია, რომ ისნი არ აპირებენ 11დეკემბერს შესვლას, თუმცა აპირებენ, ნელ–ნელა, რაღაც რიგითობით შეუერთდნენ. ასე არ გამოვა“,– განაცხადა ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით,"თემის გახსნით" ოპოზიციამ "ივანიშვილს კოვზი ნაცარში ჩაუგდო:

"ფაქტობრივად, ზურგს უკან რამდენიმე ადამიანთან იყო მოლაპარაკებული, არ დავლამავ – და დათანხმებული ჰყავდა პარლამენტში შესვლაზე".

არაოფიციალური ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეხუთე შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება. 11 დეკემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S