Accentnews.ge
მელია: "11 დეკემბერს დარწმუნდებით, ვინ რჩება ოპოზიციაში"

მელია: "11 დეკემბერს დარწმუნდებით, ვინ რჩება ოპოზიციაში"

09/12/2020 15:56:20 პოლიტიკა

11 დეკემბერს დარწმუნდებით, ვინ რჩება ოპოზიციაში და ვინ გადადის „ქართულ ოცნებაში“,– ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის შემდეგ ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. შეხედრას პარტია „მოქალაქეების“ წევრები არ ესწრებოდნენ.

„არ მინდა, აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც „ქართულ ოცნებაში“ შევა. ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის კოლეგებთან ერთად. ის არც ოპოზიციონერი იქნება, არც „ქართული ოცნების“ სრულფასოვანი წევრი. იმედია, თვითგანადგურების რეჟიმზე თავს არავინ გადაიყვანენ. ამისთვის არანაირი არგუმენტი და საბაბი არ მიიღება“,– განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელია ამბობს, რომ მისთვის საჯარო დაპირსპირება მიუღებელია და იმედს იტოვებს, რომ ეს აღარ განმეორდება.

„ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა“,– აღნიშნა მელიამ.

მას სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის 8 დეკემბრის განცხადება, რომ მთავარ შეცდომად იგი საჯარო კრიტიკაზე პასუხის გაცემისგან თავშეკავებას მიიჩნევს და რომ იგივე შეცდომის განმეორებას აღარ აპირებს.

„სწორ გზაზე ვდგავართ, ასე გავაგრძელოთ. იმედია, ოპოზიციაში ნერვები არავის უმტყუვნებს“,– განაცხადა ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის: 11 დეკემბრისთვის – მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიციას ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი, რომელზეც პოლიტიკოსები ბოიკოტის შესახებ შეთანხმების ერთგულებას კიდევ ერთხელ ხელმოწერით დაადასტურებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ელჩების მედიატორობით მეხუთე შეხვედრა 10 დეკემბრისთვის არის ჩანიშნული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S