Accentnews.ge
„სტრატეგია აღმაშენებელი“ საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს

09/12/2020 17:04:03 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარტია 10 დეკემბერს პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა ფორმით ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესში.

"დიპლომატებისგან ველოდები, როდის გაიმართება [მეხუთე რაუნდი]. ძალიან დაამძიმა ფონი კობახიძის განცხადებამ. ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებებში შემოთავაზებები, თუმცა ყველაფერი გადაფარა იმ ნეგატიურმა კომპონენტმა", - განაცხადა ვაშაძემ ოპოზიციონერი ლიდერების „ლელოს“ ოფისში შეხვედრის შემდეგ.

10 დეკემბრის შეხვედრების დროს გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ ის და მისი თანაპარტიელები, საერთო ოპოზიციური შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

შეხვედრას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტს მანდატების გაუქმების განაცხადით მიმართავენ, დაუკმაყოფილდებათ, რაც განსხვავებული პოზიციაა უწინდელთან შედარებით; პარტიები ვერ მიიღებენ დაფინანსებას, თუ ბოიკოტის რეჯიმში დარჩებიან; ამასთან, დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

შეხვედრას "მოქალაქეების" წევრები არ ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S