Accentnews.ge
ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ" ოთხივე საკითხზე უკან დაიხია“

ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ" ოთხივე საკითხზე უკან დაიხია“

09/12/2020 18:53:02 პოლიტიკა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოთხივე საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიტანა, “ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია.

ელისაშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ “ოცნებამ” რიგგარეშე არჩევნებზეც დათანხმდა, თუ ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

“იყო ერთთვიანი ძალიან რთული მოლაპარაკების პროცესი, დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ უკან დაიხია[…] დღეს წარმოჩინდა, რომ ალეკო შედის პარლამენტში. არა, მე დღეს მთელი დღეა ვცდილობ, გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის ჩაშლასაც, საბოტაჟს ეწევა, ბოკერიას პარტია [ევროპული საქართველო], შიგნით — ბაქრაძე, გარეთ — ბოკერია-უგულავა.

ოთხივე საკითხზე, რიგგარეშეს დანიშვნა ხომ იყო მაგათი წითელი ხაზი, ბოლოს თქვეს, დავნიშნავთო, დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ და ხომ ვამბობთ, რომ გაყალბებაა, დავამტკიცოთ ეს გაყალბება[…] გააყალბეს და დავუმტკიცოთ, ჰაერზე ხომ არ ვლაპარაკობთ. ჯერ დავამტკიცოთ, ჯერ ის სიტყვა შეასრულონ, რაზეც არის ლაპარაკი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, შევთანხმდეთ, ხელი მოვაწეროთ და მერე იქნება შესვლა”, — განაცხადა ელისაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ ხმების გადათვლა, რაზეც დღეს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, ალეკო ელისშვილი პასუხობს: “დეტალებს არ ვიტყვი, სხვანაირ გადათვლაზე – ძალიან სანდო გადათვლაზეა ლაპარაკი”.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ 11 დეკემბერს – მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს:

"11-ში არ შევდივარ, შანსი არ არის, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ჯერ შეთანხმებას ველოდები".

მსიივე თქმით, იმ პირობების შესრულების შემთხვევაში, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება, მზადაა, პარლამენტში არ შევიდეს:

"მიმიფურთხებია პარლამენტში შესვლისთვის. საერთოდ არ მინდა პარლამენტში შესვლა. ეს პირობები შესრულდეს, ამაზე ოპოზიციამ ხელი მოაწეროს, ოპოზიცია შევიდეს და უსინდისო ვიყო, მე ჩემი მანდატი უგულავას ცხვირ წინ თუ არ დავხიო".

ელისაშვილმა ისაუბრა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეზე და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ის აბსოლუტურად განსხვავებულად და “საქმიანად” იქცევა, ვიდრე საჯარო განცხადებების კეთებისას:

“ჩემთვის აღმოჩენა არის, რომ აბსოლუტურად სხვანაირი არის იქ[მოლაპარაკებებზე–რედ.] კობახიძე. როგორც ჩანს, გარეთ რაღაც როლს თამაშობს და შიგნით იყო საქმიანი, მშვიდი, წყნარი, ჩვეულებრივი. მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე იქ. იქ არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, ძალიან კორექტული. ჩვეულებრივად ზის და მუშაობს. აქ აქვს რაღაც როლი, როგორც ჩანს, რა”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S