Accentnews.ge
ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს პირველმა ელჩმა ქვეყნის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს პირველმა ელჩმა ქვეყნის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

10/12/2020 08:46:24 საგარეო პოლიტიკა

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პირველმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკის.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ, (2019 წლის თებერვალი) საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაციის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საჭირო პირობები შეიქმნა.

განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის მისწრაფება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გამოითქვა იმედი,რომ პანდემიის დასრულების შემდგომ,ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კულტურული ტურიზმის სფეროში გაღრმავდება,რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S