Accentnews.ge
მოლაპარაკების მე–5 რაუნდი გადაიდო: „თუ მოლაპარაკებები არ დასრულდება, პარლამენტი ერთპარტიული იქნება“

მოლაპარაკების მე–5 რაუნდი გადაიდო: „თუ მოლაპარაკებები არ დასრულდება, პარლამენტი ერთპარტიული იქნება“

10/12/2020 08:50:49 პოლიტიკა

თუ მოლაპარაკებები ჩიხში შევა და არ დასრულდება, პარლამენტი ერთპარტიული იქნება,– ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება და მას სხდომების რიგითობასთან კავშირი არ აქვს.

ამასთან, როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ოპოზიცია მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წარმოდგენილი არ იქნება, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში „მოქალაქეები“ მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავენ.

როგორც დაანონსებული იყო, 10 დეკემბერს ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის ელჩების მედიატორობით მოლაპარაკებების მე–5 რაუნდი უნდა გამართულიყო, თუმცა გაირკვა, რომ ის დღეს არ შედგება. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მომავალი კვირსთვის გადაიდო და რა გახდა ამის მიზეზი, არ იცის.

ამასთან, ცნობილია, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი კი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილი შედეგებით გადანაწილებულ მანდატებზე უარის თქმას გეგმავს. კონკრეტულად რომელი პარტიები დააფიქსირებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას კონკრეტული ქმედებით, 11 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S