Accentnews.ge
"ოცნებაში" აცხადებენ, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება

"ოცნებაში" აცხადებენ, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება

10/12/2020 10:09:53 პოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩეული დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, დიალოგი გაგრძელდება. დღეს, 10 დეკემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანვე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა ნებისმიერი საკითხის განსახილველად.

"მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მზაობა 24-საათიან რეჟიმშია, რომ ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები და მზად ვართ ნებისმეირ დროს ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში.

ხვალ, თუნდაც დაფიქსირდეს ის, რომ არ შემოვიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში, სრულად ან ნაწილობრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ამით დიალოგს ვაჩერებთ. მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის", - აცხადებს მიქანაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S