Accentnews.ge
შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო“

შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო“

10/12/2020 10:15:15 პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, ოპოზიციონერების დევნით არის დაკავებული.

„ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო: დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესები – საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი სოფო გუგავა, კრწანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექს ბაღდასაროვი და ჩუღურეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანი გუგავა დღეს დაბარებული არიან მურუსიძის სასამართლოში. ისინი დააკავეს ცსკ-სთან, როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ თამარ ჟვანიას უკანონო გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ემორჩილებოდეს ხალხის ნებას და რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, დაკავებულია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების დევნით. ჩვენ ვერანაირი ზეწოლით ვერ შეგვაშინებს ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო დათვლილია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S