Accentnews.ge
ცნობილია, ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მე–10 მოწვევის პარლამენტში

ცნობილია, ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მე–10 მოწვევის პარლამენტში

10/12/2020 14:01:29 პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა იმ პირთა სია, რომლებიც მე–10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო თანამდებობებს დაიკევებენ. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება.

  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ „ოცნება“გიორგი ვოლსკის წარადგენს;
  • კიდევ ერთ მოადგილეს დაინიშნება კახა კუჭავა, რომლის ძირითადი სამუშაო მიმართულება საგარეო პოლიტიკური საკითხები იქნება;
  • ხოლო, კიდევ ერთი მოადგილე იქნება დავით სერგეენკო;
  • საპარლამენტო უმრავლესობას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს;
  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება მამუკა მდინარაძე;
  • იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარედ – ანდრი ოხანაშვილი;
  • ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ სარჯველაძე;
  • თავადცვისა და უშიშროების კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს;
  • საპროცედურო კომიტეტს –ირაკლი ქადაგიშვილი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება სოზარ სუბარი;
  • საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს;
  • აგრარულ კომიტეტს – ნინო წილოსანი;
  • გარემოს დაცვის კომიტეტს – მაია ბითაძე;
  • საგარეო ურთიერღობათა კომიტეტის – ნიკოლოზ სამხარაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს – მაკა ბოჭორიშვილი;
  • კავკასიის საკითხთა კომიტეტს – ბექა ოდიშარია;
  • ჯანდაცვის კომიტეტს – დიმიტრი ხუნდაძე;
  • განათლების კომიტეტს – თეა წულუკიანი;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტს – მიხეილ ყაველაშვილი.

პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 10 დეკემბრის მდგომარეობით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა სახელისუფლებო გუნდთან მოლაპარაკების პროცესი მომავალი კვირიდან გაგრძელდება. ოპოზიციის გადაწყვეტილების საფუძველი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებია, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და რამოდენიმე მოთხოვნას აყენებს, მათ შორის – გათავისუფლდნენ პოლიტპატმრები, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

იხილეთ ასევე: რა ფუნქციების აღსრულებას ვერ შეძლებს ერთპარტიული პარლამენტი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S