Accentnews.ge
პარლამენტთან აქტივისტები შეიკრიბნენ

პარლამენტთან აქტივისტები შეიკრიბნენ

11/12/2020 05:54:15 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობაში მისვლა დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს ორივე შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.

საკანონმდებლო ორგანოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ბარიერგადალახული 7 ოპოზიციური პარტია, ახალგაზრდობის სასახლის წინ, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამით, ოპოზიციური პარტიები დემონსტრაციულად გამოუცხადებენ, მათივე შეფასებით, არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტს.

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს “გირჩი”, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ. ერთადერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს, სხვების მსგავსად, უარს არ იტყვის საპარლამენტო მანდატებზე, ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებია”.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი 150 დეპუტატის ნაცვლად, 90 დეპუტატით დაიწყებს საქმიანობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S