პარლამენტთან ინციდენტი მოხდა
11/12/2020 06:33:46 პოლიტიკა
პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა: აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი პირების მიმართ სკანდირებენ და მათთან მიახლოებას ცდილობენ. პოლიცია შეკრებილებს ავტომობილების სავალი გზის ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.
პარლამენტის შენობის ორივე შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ. მათი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს ნდობა არ აქვს, რადგან არჩევნები გაყალბდა.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება.


