
ეუთო–ში აშშ-ის ელჩი: "რუსეთი ოკუპაციით აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას"
11/12/2020 07:27:28 საგარეო პოლიტიკა
ეუთო–ში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე ისაუბრა.
"რუსეთი საერთო წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს კვლავ ძირს უთხრის. ყირიმის მიტაცებით და ოკუპაციით და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის პროვოცირებით, რუსეთმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულ ყირიმს რკინის მუშტით თავს ახვევს საკუთარ ნებას და ყირიმელებს დევნის და აპატიმრებს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, ან ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. მოსკოვი საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას", – განაცხადა გილმორმა ეუთო–ს მუდმივმოქმდი საბჭოს სხდომაზე სიტვით გამოსვლისას.